ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის რეაქტიულმა ძრავამ ადამიანი ჩაითრია და მოკლა. KLM Cityhopper-ის თვითმფრინავი ამსტერდამიდან დანიის ქალაქ ბილუნდში გასაფრენად ემზადებოდა.
ნიდერლანდების ყველაზე დიდი აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო პოლიციის თქმით, გამოძიება დაწყებულია. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა მომხდარი უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა. დაღუპულის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.
სხვადასხვა ადგილობრივი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ დაღუპული შეიძლება ყოფილიყო აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც თვითმფრინავს აფრენამდე უკან დახევაში ეხმარებოდა.