რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: განადგურებულია ოკუპანტების 7 რაკეტა, 32 დრონი და 2 სამხედრო კატერი

რუსული სამხედრო კატერი "ტუნეცი"
Pravda.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით 30 მაისის ღამეს განადგურებულია ოკუპანტების მიერ გაშვებული 7 ფრთოსანი რაკეტა, 32 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რუსული სამხედრო კატერი.

ოკუპანტებმა უკრაინაზე რვა C-300/C-400 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, თერთმეტი X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 32 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანეს იერიში.

საჰაერო ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 7 ერთეული X-101/X-555 ტიპის რაკეტა და 32 უპილოტო საფრენი აპარატი.

გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო დაზვერვამ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქერჩის აკვატორიაში ჩაატარა სპეცოპერაცია. საზღვაო უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად განადგურებულია ორი ტუნეცის ტიპის რუსული სამხედრო კატერი.

"წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მეტოქე აქტიურად იყენებდა არტილერიასა და ავიაციას, თუმცა უშედეგოდ". – წერია დაზვერვის ანგარიშში.

რუსულ მხარეს კატერების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.

კომენტარები