არჩევნები 2024

პაპუაშვილი: თუ ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც

თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც დაგვჩაგრავს და ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი პოლიტიკოსების, მანამდე ჩამოსულები რომ იყვნენ - პარლამენტის წევრები, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ ნახეთ, ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც გაიმართა, პრემიერი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა რეაქციასაც ვერ ვხედავთ... ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რაც გვქონდა ხოლმე ბალტიის ქვეყნებთან, როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის, ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხისა, რომლის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგზეც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში. 15 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეურთდნენ.

კომენტარები