აშშ-რუსეთი

ტრამპი: თუ ჩემი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვს დავბომბავდი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს ტრამპი, ზოგადად, საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე და იმ თემებზე, რომლებსაც მიტინგებზე განიხილავს, კერძოდ, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.

ამავდროულად, გამოცემა წერს, ტრამპი დონორებს ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ამ თვის დასაწყისში შეხვდა და მისმა განცხადებებმა ზოგიერთი მნიშვნელოვანი დონორის გაოცება გამოიწვია.

კომენტარები