მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვის წერილს კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო ავრცელებს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I თავის წერილში წერს, რომ ქართველების ერთობა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ნათლად ვლინდებოდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და პიროვნული თავისუფლების შესანჩუნება მხოლოდ ერთი ჯგუფის საქმე არაა, და ეს პროცესი ყველა პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს უნდა დაეყრდნოს.
"26 მაისი, განსაკუთრებული მოვლენაა თავისუფლებისმოყვარე და ღმრთისმოშიში ქართველი ხალხის გულებში. ეს არის დღე, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება თავისუფლების, რწმენისა და სიმტკიცის სულისკვეთებას, რამაც ქართველი ხალხი ისტორია განსაზღვრა [...] ღმრთის წყალობით, ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლის გაღებით, თავგანწირვითა და ღირსებით შეინარჩუნეთ თქვენი წეს-ჩვეულება და ღირებულებები, რამაც მოგცათ ბოლო საუკუნეებში უკანონოდ და ძალადობრივად წართმეული ეკლესიის ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის ძალა." - წერია ბართლომე I-ის წერილში.