კრემლის პროპაგანდისტი და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი ირაკლი კობახიძის სიტყვებს გამოეხმაურა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"საქართველოს პრემიერმინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე პრეზიდენტი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტიაა.
და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთთან ყველა კონტაქტის შემცირებისკენ მოუწოდა". – წერს დუგინი.
დუგინის თქმით, საქართველოში განწყობები ბოლო 6 თვის განმავლობაში შეიცვალა და სხვა ქვეყნების მსგავსად დაწყებული "გამოღვიძება" და "გაერთიანება საკუთარი სუვერენიტეტის გარშემო".
პუტინისტი ფილოსოფოსის მტკიცებით საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც 2000 წელია ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, თუმცა არ უხსენებია, თუ რომელი ქვეყანა უქმნის არსებობის საფრთხეს ბოლო 300 წელია.
"დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, საქართველოს შვილები ერთმანეთს სიტყვა "გამარჯობით" ესალმებიან. მაგრამ დღეს ამ სიტყვაში მეტ აზრს დებენ, ვინაიდან გამარჯობა გამარჯვებას ნიშნავს!
მივულოცოთ ქართველებს დამოუკიდებლობის დღე! ღმერთო დაიფარე საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა". – წერს პუტინის მეხოტბე.
ფილოსოფოსი ქართველმა ხალხმა მასიურად 2008 წელს გაიცნო, როდესაც აგვისტოს ომის მსვლელობისას, დუგინი რუს სამხედროებს თბილისში ტანკებით შესვლისკენ მოუწოდებდა.





