რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა თავდასხმა ხარკოვში, ჰიპერმარკეტზე მოაწყო – გარდაცვლილია 3 მოქალაქე

თავდასხმა ხარკოვში სავაჭრო ცენტრზე
UNIAN

რუსეთმა თავდასხმა ხარკოვში, ერთ-ერთ სამშენებლო ჰიპერმარკეტზე მოაწყო. ამ ეტაპზე, გარდაცვლილია სამი და დაჭრილია 38 მოქალაქე - ინფორმაციას მსვერპლის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი ცნობით, ჰიპერმარკეტში იერიშის დროს 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 

"რუსეთმა მორიგი სასტიკი თავდასხმა მოაწყო ჩვენს ხარკოვზე - სამშენებლო ჰიპერმარკეტზე, შაბათს, შუა დღეს. ამ დროისთვის, სავარაუდოა, რომ ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე უკვე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური და მონაწილეობს სამაშველო ოპერაციაში და აქრობს ხანძარს, რომელიც გავრცელებულია მთლიან შენობაზე. შენობის ფართი 10 000 კვ.მ-ია. არიან დაღუპულები და დაშავებულები.


უკრაინას რომ ჰქონოდა საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რუსეთის მსგავსი დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მივმართავთ ყველა ლიდერს, ყველა სახელმწიფოს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი გაძლიერება და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების განადგურებისთვის. ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა შესრულდეს და შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს დახმარებით. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ უზრუნველყოს საჰაერო თავდაცვა და გადაარჩინოს ჩვენი ხალხი. ყოველი არმიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია, იწვევს ჩვენი ხალხის დაკარგვას" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. 

 

კომენტარები