პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი ავარიის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა

პეტრ პაველი
Unian

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა

ოფიციალური მონაცემების თანახმად პაველის ტრავმები სერიოზული არ არის, მაგრამ ქვეყნის პირველ პირს რამდენიმე დღის საავადმყოფოში გატარება მოუწევს.

პოლიციის ცნობით ავტოსაგზაო შემთხვევა დახურულ სპორტულ ტრასაზე მოხდა. 

სამართალდამცავების თქმით ავარიას არ გამოიძიებენ, ვინაიდან შემთხვევა გზაზე არ მომხდარა.

ჩეხეთის პრეზიდენტი მოტოციკლეტით რბოლის დიდი მოყვარულია. პაველს თავის ჰობიზე უარი არც NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეობისას და არც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ არ უთქვამს. 

კომენტარები