პეტრ პაველი

პაველი: ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს

"NATO-ს, როგორც უსაფრთხოების მიმწოდებლის, დომინანტური როლი აღარ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ევროპა უგულებელყოფს თავის თავდაცვის ვალდებულებებს. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი". - თქვა პაველმა. 

მისივე თქმით, ევროპას დიდი ალბათობით მოუწევს 2%-იანი თავდაცვის დანახარჯების უფრო მეტად ზრდა.

პაველმა ასევე მხარი დაუჭირა ალიანსის გაფართოებას, რომელიც, მისივე თქმით, არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აფრიკაში რუსულ ნარატივთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე.  

კომენტარები