რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შაპსი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს უკვე აწვდის ან ახლო მომავალში მიაწოდებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი
Chris J. Ratcliffe/Bloomberg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

თავდაცვის უწყების ხელმღვანელის თქმით, ბრიტანეთის დაზვერვას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს.

"აშშ-ს და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს აწვდის ან უახლოეს მომავალში მიაწვდის. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა". - თქვა შაპსმა.

აღსანიშნავია, რომ შაპსს პრესკონფერენციაზე მტკიცებულების დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის 64%-იანი ზრდა მათ მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს.

კომენტარები