ლარის კურსი

ბანკებში დოლარი 2.90-2.91 ლარი ღირს, ევრო - 3.16-3.17 ლარი

CBW.ge

რუსული კანონის მიღების ფონზე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის (20:00 საათი) TBC ბანკში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს ბანკში კი 2.90 ლარი. რაც შეეხება ევროს, TBC ბანკში მისი ფასი 3.17 ლარია, საქართველოს ბანკში კი - 3.16 ლარი.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.86-2.88 ლარია, ევროსი - 3.11-3.13 ლარი.

ოფიციალური კურსით კი, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი - 2.9577 ლარი. 

გარდა ამისა, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.

ამ დროის მონაცემებით, 20:00 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 14.24%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 13.03%-ითაა შემცირებული. დღის განმავლობაში ვარდნა კიდევ უფრო მაღალი იყო.

კომენტარები