საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.
ამ დროის მონაცემებით, დღის 14:30 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 13.33%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 15.95%-ითაა შემცირებული.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7.87%-ითაა შემცირებული კიდევ ერთი ქართული კომპანიის Georgia Capital-ის აქციების ღირებულება.
გუშინ, 14 მაისს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.