რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: უკრაინული დრონი ნავთობის გადამზიდ მატარებელს დაეჯახა

Ura.ru

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი რუსულ ნავთობი გადამზიდ მატარებელს დაეჯახა. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.

იერიშის შედეგად მატარებელი გადავიდა ლიანდაგებიდან და ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი.

როგორც მედია Baza წერს მატარებლის ორ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, ერთი მათგანი აფეთქდა. 

სულ იერიშის შედეგად დაზიანდა მატარებლის 9 ცისტერნა, ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.

კომენტარები