სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი. წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო უკვე სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი. აქაც იგივეა, აქ ენჯეო დააფინანსა სახ.დეპ-მა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა მათ ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა სახ.დეპ-ის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო გამჭვირვალობა.
tbl.ge/6rkl
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში. აშშ-ს საგარეო უწყების ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც 2023 წელს ხდებოდა.
აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტიირაკლი კობახიძესაქართველოს პრემიერინიკა გვარამიააშშ-საქართველოსახ.დეპი
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




