რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

კადრი ჯანკოის აფეთქებების ვიდეოდან

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა.

ჯერჯეობით უცნობია, მოჰყვა თუ არა აფეთქებას სამხედრო ავიაციის დანადგარების დაზიანება.

ადგილობრივთა ცნობით, ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი საჰაერო განგაში ჩაირთო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური, კაშკაშა აფეთქება, ხანძარი და სავარაუდოდ რაკეტების კვალი ცაში.

ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ სატელიტური ფოტოებიდან 17 აპრილს ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე ხანძრის 6 კერა ჩანდა. 

უკრაინას ჯერჯერობით იერიში არ დაუდასტურებია. რაც შეეხება ადგილობრივ მარიონეტულ ადმინისტრაციას, ისინი ამბობენ, რომ აფეთქება დაკავშირებულია მანქანაში ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებასთან.

კომენტარები