ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გვარამია: ლაზარეს საჯაროდ სჯიან იმისთვის, რომ სამშობლოს ინტერესებს იცავდა

ლაზარეს სასჯელის ოდენობაც იმის პირდაპირი დემონსტრირებაა, რომ საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს, იმისთვის, რომ ის სამშობლოს ინტერესებს იცავდა [...] ეს განაჩენი არის გამოწვევა და მეც, ჩემი პარტიაც, სხვა ოპოზიციური, პროდასავლური ძალებიც, არასამთავრობო სექტორიც და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხებთ [...]

ასევე, ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არა მხოლოდ მისი, არამედ, იმ ახალგაზრდების, ვისაც სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლის არ ეშინია. ამ თაობაში კი ასეთი დიდი უმრავლესობაა [...] მე არ მგონია, ამან ვინმე შეაშინოს.

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები