რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ГУР: რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედროებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, რუსეთი საკუთარი წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ნაწილებს უკრაინაში საბრძოლველად აგზავნის.

უკრაინის მხარის ცნობით, რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის, საჰაერო ძალების 11-ე არმიისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სამხედროებს უკრაინაში გზავნის, რათა ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები შეავსოს.

მანამდე, აღნიშნული სამხედრო ნაწილები უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ ყოფილა.

რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურის ვიქტორ ლიინას გადაწყვეტილებით, სირიაში განლაგებული სამხედრო ნაწილები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სამხედრო პერსონალი უკრაინაში ბრძოლის ველზე გაიგზავნება. ჯამში ეს პრიმორიეს მხარისა და კამჩატკას რეგიონიდან 2 000 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.

დამატებით 400 ჯარისკაცი საჰაერო თავდაცვის ძალების მე-11 საჰაერო ძალებიდან გაიგზავნება და 155-ე და 40-ე სამხედრო-საზღვაო დანაყოფების დანაკარგებს შეავსებენ.

კომენტარები