ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ომბუდსმენი გრიგორიადისზე: უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით

ლევან იოსელიანი
IPN

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს უთხრა.

"ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც მისი საქმე დასრულდებოდა, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით - რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, სად იყო პრობლემა, სად ვერ დავინახეთ პრობლემა - ამიტომ, ახლა ამის გამეორება ზედმეტი იქნება". - თქვა ომბუდსმენმა.

დღეს, 12 აპრილს, სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.


აქამდე ომბუდსმენმა საჯაროდ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მისმა აპარატმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეში დარღვევა ვერ დაინახა

კომენტარები