ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.75 თეთრით. 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.672 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8663 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

კომენტარები