რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერთ ღამეს თუ გაატარებენ ხარკოვში, დარწმუნებული ვარ, Patriot-ებს სწრაფად მოგვაწოდებენ – კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ღამე ხარკოვში გაატარონ, რათა სწრაფად მიიღონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებები.

კულებას თქმით, დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამის გამო კულება კიევისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ითხოვს.

"გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეს ძირითადად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აქედან ექვსი ბალისტიკური რაკეტა იყო. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამჟამად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უნდა იყოს Patriot-ის ტიპის სისტემები. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის მათი მიწოდება, ერთ ღამეს თუ მაინც გაატარებენ ხარკოვში, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მზად ვიქნები, გავყვე მათ". - წერს კულება.

კომენტარები