რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფი
DEFENSE EXPRESS

უკრაინის შეიარაღბული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი გაისროლა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 ჩამოაგდეს.

უკრაინის სამხედრო ავიაციის მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა ასევე ორი Iskander-K ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ერთი Iskander-M ტიპის ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ოლეშჩუკმა აღნიშნიშნა, რომ განადგურებულია ორი Kh-59 ტიპის რაკეტა, რომელიც ოკუპანტებმა ოდესის შავი ზღვის პორტის მიმართულებით ისროლეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ამმართველოს ინფორმაციით, ნიკოლაევის თავზე 12, ხოლო ოდესასთან 2 დრონი გაანადგურეს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა ნიკოლაევში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდა.

კომენტარები