ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარეს მაგალითზე უნდათ, აჩვენონ ახალგაზრდობას, რომ მათაც დასჯიან - გია კალანდაძე

ლაზარე უნდათ, საჩვენებლად დასაჯონ... ეს ყველაფერი, პროცესი მიდის იქითკენ, რომ ჩვენს მთავრობას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ალბათ, რომ ამ კანონს შემოაბრუნებდნენ და ამიტომაც ამოარჩიეს ლაზარე და ლაზარეს მაგალითზე უნდათ აჩვენონ ახალგაზრდობას, რომ მათაც დასჯიან, თუ რაღაცა ისეთი მოხდება, პროტესტს თუ გამოაცხადებს ახალგაზრდობა და საერთოდ ხალხი, დაშინების მიზნით.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე ფორმულას ეთერში. 

დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა, განაჩენი დღეს არ გამოცხადდა. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს. მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ და გრიგორიადისის გადასაწყვეტი იქნება, მივა თუ არა სასამართლო დარბაზში.

კომენტარები