რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენპროკურატურამ ოკუპანტების მიერ ტყვეების სავარაუდო დახვრეტაზე გამოძიება დაიწყო

img.freepick

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გამოძიება დაიწყო რუსი ოკუპანტების მიერ 3 უკრაინელი სამხედროს შესაძლო დახვრეტის ფაქტზე.

"ხერსონის პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით დაწყებულია სასამართლომდელი გამოძიება ომის წესების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე". – წერია პროკურატურის განცხადებაში.

7 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ესვრიან 3 უკრაინელ სამხედროს. 

"ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ უხსნის ცეცხლს რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, სავარაუდოდ ავტომატური იარაღით, შეუიარაღებელ, უძრავ სამხედროებს. შემთხვევა ხერონის ოლქშია გადაღებული".– აზუსტებენ გენპროკურატურის ოფისში.

გამოცემა evocation.info-ს ცნობით სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 328 პოლკის, 104 დივიზიის ჯარისკაცებმა, რომელთაც ბრძანება მეთაურმა, სერგეი იშტუგანოვმა მისცა.

აღნიშნული ქვედანაყოფის ჯარისკაცები ხერსონის ოკუპაციის პერიოდში არაერთ დანაშაულში, მათ შორის ძარცვასა და მკვლელობაში ამხილეს.

კომენტარები