რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინაში ომი მაშინ დამთავრდება, როცა პუტინი ჯარებს გაიყვანს

REUTERS/Fabrizio Bensch/ File Photo

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს, 6 აპრილს, ბუქარესტში ევროპელი სოციალ-დემოკრატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინისთვის რუსეთთან ომში დასავლეთის დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, "უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როდესაც [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა, იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ომს ვერ მოიგებს".

"მაშასადამე, ჩვენ, როგორც ევროპელებით, ერთობლივად საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ, რათა ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ეს ასევე ვიწრო თვითინტერესების გვერდით გადადებასა და ძლიერი, და ნამდვილი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის შენებას გულისხმობს". - თქვა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები