რუსული კანონი

მალაშხია რუსულ კანონზე: დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას გავივლით, როგორც მარტის დღეებში

ჩვენ გვაქვს დღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ გვჭირდება წინსვლა, გადასვლა შემდეგ ეტაპზე, მოლაპარაკებების ეტაპზე და აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ დააზიანებს ჩვენს ევროპულ გზას.

დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატურ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი ამას [რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას] და ამ გამოწვევას ისევე გავივლით, როგორც გავიარეთ მარტის დღეებში იმიტომ, რომ აქ წყდება ჩვენი ქვეყნის არსებობის საკითხი.

ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმიანება.

კომენტარები