პრეზიდენტის ვიზიტები

მთავრობამ ზურაბიშვილს ლიტვაში ვიზიტზე უარი უთხრა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, იმპიჩმენტის პროცესზე. უკან ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. 2023 წლის 18 ოქტომბერი.
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილამდე ლიტვაში ვიზიტზე უარი უთხრა - შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.

როგორც განკარგულებიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით წინადადება მთავრობას 27 მარტს წარუდგინა.


2023 წლის პირველ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებდა, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

კომენტარები