ისრაელი-თურქეთი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქმა ხალხმა ერდოღანი ისრაელზე თავდასხმისთვის დასაჯა

 Sebastian Scheiner/Pool via REUTERS/File Photo 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ამომრჩევლებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელზე თავდასხმისთვის დასაჯეს. ამის შესახებ ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა

"ეს ცხადი მესიჯია ერდოღანისთვის. ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს" - დაწერა ისრაელ კაცმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში თურქულ ენაზე გაავრცელა. კაცმა სტამბოლის და ანკარის გამარჯვებულ ოპოზიციონერ კანდიდატებს მანსურ იავასს და ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა.

31 მარტის თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თურქეთის მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოცზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის უდიდეს 5 დასახლებაში: სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსასა და ანტალიაში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ქვეყანაში "დემოკრატიამ გაიმარჯვა".

კომენტარები