რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინისთვის ჰსთ-ს რაკეტებისა და ძველი ჯავშანტექნიკის გადაცემას აპირებს

VAB-ი პარიზში ჩატარებულ აღლუმზე, 2013 წელი

საფრანგეთი უკრაინას ძველ, "თუმცა ჯერ კიდევ ფუნქციონირებად" VAB-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ების რაკეტებს გადასცემს

ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ La Tribune-სთან ისაუბრა. მისი სიტყვებით, უკრაინას მსგავსი ჯავშანტექნიკა ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად სჭირდება.

"ეს ძველი აღჭურვილობაა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს და ეს უკრაინისთვის გამოსადეგი იქნება, თუ დიდი რაოდენობით გადავცემთ. საუბარია ასობით ერთეულზე 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისისთვის." – აღნიშნა ლეკორნუმ.

ამას გარდა, ლეკორნუს თქმით, საფრანგეთი მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში, ამ ზაფხულისთვის კიევს მართვადი საბრძოლო მასალები გადასცეს.

აქამდე, გასულ დღეებში ლაკორნუმ თქვა, რომ საფრანგეთს მალე კიევისთვის Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის 78 ერთეულის მიწოდება და საბრძოლო მასალების გაგზავნის გაზრდა შეეძლება.

აქამდე კი ის საუბრობდა უკრაინული სამხედრო-საწარმო კომპანიების ფრანგულ Delair-თან თანამშრომლობაზე. ეს უკანასკნელი უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობს.

კომენტარები