რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩაასვენეს

Координационный штаб по вопросам обращения с военнопленными

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა

დაღუპულთა შორის 2 ზაპოროჟიის, 12 ლუგანსკსის, ხოლო 107 დონეცკის მიმართულებით იბრძოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები მებრძოლთა სხეულებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს გადასცემენ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები მათ ვინაობას დაადგენენ.

იდენტიფიკაციის შემდეგ დაღუპულთა ცხედრები ოჯახებს გადაეცემა.

წელს უკრაინაში რეპატრიაციული ღონისძიებები მესამედ ჩატარდა - 15 მარტს 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი, ხოლო 25 იანვარს 77 მეომარი ჩააასვენეს.

კომენტარები