რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას 78 ჰაუბიცას გაუგზავნის და ჭურვების მიწოდებას გაზრდის

Caesar-ს თვითმავალი ჰაუბიცა 2023 წლის სამხედრო წვრთნებზე
AP Photo/Sergei Grits, file

ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას 78 Caesar-ის ჰაუბიცას გადასცემს და ჭურვების მიწოდებას გაზრდის, რათა რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო მასალების საჭიროებას ფეხი აუწყოს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის შეთანხმება შედგა, რაც უკრაინისთვის 155-მმ-იანი თვითმავალი Caesar-ის ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმება საშუალებას მისცემს საფრანგეთს, შეიარაღება უკრაინას სწრაფად გადასცეს.

ამასთანავე, საფრანგეთის დათქმით, მიმდინარე წელს უკრაინას 80 000 ჭურვს გადასცემს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე საფრანგეთმა უკრაინას 30 000 ჭურვი გადასცა.

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთი ასევე მონაწილეობს ძალისხმევაში, რომ უკრაინისთვის სამხედრო მასალების შესყიდვა ევროკავშირის მიღმა არსებული ქვეყნებიდანაც მოხერხდეს, რაც ჩეხეთის მიერ წამოწყებული გეგმაა.

გეგმის ფარგლებში, ჩეხეთი ცდილობს, უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვი მოიძიოს, რომლებიც უკრაინას ივნისამდე უნდა მიეწოდოს. ამ დროისთვის ჩეხეთის ინიციატივას, სულ მცირე, 18 ქვეყანა შეუერთდა.

კომენტარები