ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 22 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.6 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.3 თეთრით. 22 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9214 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.93 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა. მას შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსი უფასურდებოდა. 

კომენტარები