საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კალაძე: ფეხბურთის გამო, 26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00-მდე იმუშავებს

26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

კალაძის თქმით, 26 მარტსაც გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე იხილონ. 

"26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს, იმისთვის, რომ დინამო არენასა და რესპუბლიკის მოედანზე მისულ ადამიანებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ". - თქვა კალაძემ.

ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები