თბილისის მერია

24 სხვადასხვა ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 23 მარტიდან ეტაპობრივად, 2 კვირის განმავლობაში 24 სხვადასხვა ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება. კალაძე ამბობს, რომ ეს ის ავტობუსები იქნება, რომლებიც 18-მეტრიანების შემოყვანის შემდეგ გამოთავისუფლდა.

"გაცნობებთ, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შედეგად გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები 24 სხვადასხვა მარშრუტს დაემატება - იმისთვის, რომ ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდეს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა გახდეს შესაძლებელი. ეს პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და 4 კვირა გაგრძელდება. 

პირველ ეტაპზე, ეს 12-მეტრიანი ავტობუსები 7 მარშრუტზე განაწილდება: ესენია N293N387N393N305, N319N321 და N336 ავტობუსები". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კალაძის თქმით, 12-მეტრიანი ავტობუსების დამატების შემდეგ, სხვადასხვა ხაზზე ტრანსპორტის ლოდინის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება.


თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა, საიდანაც 50 უკვე თბილისშია და მგზავრებს ემსახურება. ამ ეტაპზე, 18-მეტრიანი ავტობუსები N301, N302, N308 და N314 მარშრუტებზე დადის.

კომენტარები