საქართველო

91-ე ადგილი ცხოვრებით კმაყოფილებაში – საქართველოს შედეგები მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში

adf.org.au

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2021-2023 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბედნიერების ინდექს აფასებს. ანგარიში შედგა ანალიტიკური კომპანია Gallup-ის, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელისა და მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის რედაქტორების თანამშრომლობით.

კვლევა იყენებს The Gallup World Poll-ის ყოველწლიურ გამოკითხვებს. ყოველ ქვეყანაში, რომელიც ანგარიშშია მოცემული, თითოეულ წელს გამოკითხულია 1 000-მდე ადამიანი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო შეფასებული 143 ქვეყნიდან ყველა ასაკის ცხოვრებით კმაყოფილების ზოგადი მაჩვენებლით 91-ე ადგილზე გავიდა. 30 წლამდელთა ბედნიერების მაჩვენებლით საქართველო 78-ე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფში: ქვედა საშუალო ასაკის, ზედა საშუალო ასაკისა და ხანში შესულთა ჯგუფებში ქვეყანა 91-ე ადგილზეა. ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ასაკობრივ ჯგუფად ხანში შესულები (ანუ, ანგარიშის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც 60 წელს გადასცდნენ) არიან დასახელებული.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოზე უკეთესი შედეგები სომხეთს, ხოლო უარესი აზერბაიჯანს აქვს. სომხეთი ყველა ასაკის ცხოვრების კმაყოფილებით 82-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი - 101-ზე.

კომენტარები