ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 20 მარტის ვაჭრობის შედეგები

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.57 თეთრით. 20 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7106 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9383 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.95 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა. მას შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსი უფასურდებოდა. დღეის მდგომარეობით, ბოლო 1 კვირაში ლარი დოლართან 5.36 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.11 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები