აშშ

კეიტლინ ჯენერმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქალთა სპორტში ტრანსგენდერ ქალებს კრძალავს

კეიტლინ ჯენერი
Taya Gray, The Desert Sun

ოლიმპიური ოქროს მედლის ყოფილმა ჩემპიონმა და ტრანსგენდერმა აქტივისტმა კეიტლინ ჯენერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნიუ იორკის ნასაუს ოლქში მიღებულ განკარგულებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ოლქის მფლობელობაში არსებულ სპორტულ დაწესებულებებში ქალების გუნდში თამაშს უკრძალავს.

"ტრანსგენდერი ქალები ეჯიბრებიან ქალებს, ღირებულ შესაძლებლობებს ართმევენ იმათ, რომლებიც მე-9 თავის (რედ. აშშ-ს ფედერალური სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებსა და ფედერალური ფინანსური დახმარების მიმღებ აქტივობებში სქესის მიხედვით დისკრიმინაციას კრძალავს) ფარგლებში დიდი ხანია დაცულ კლასად არიან და მათდამი ფიზიკურ ზიანს იწვევენ". - განაცხადა კეიტლინ ჯენერმა.

ნასაუს ოლქის რესპუბლიკელმა აღმასრულებელმა ბრიუს ბლეიკმანმა აკრძალვის განკარგულება თებერვლის თვეში გასცა. მთავარი პროკურორის თქმით, აღმასრულებელი ბრძანება ნასაუს ოლქის 100-მდე სპორტულ დაწესებულებას, მათ შორის, ფეხბურთისა და ბეისბოლის სათამაშო მოედნებს; კალათბურთისა და ჩოგბურთის კორტებს; ასევე ოლქის საცურაო აუზებს და ციგურების მოედნებს მოიცავს.

ჯენერი ბლეიკმანთან ერთად სცენაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ LGBTQ თემი უყვარს, თუმცა, მიღებულ განკარგულებას მხარს უჭერს, რადგან, მისი თქმით, ეს აკრძალვა ქალებსა და გოგოებს დაიცავს, და ასევე "ვოუქ (რედ. woke) დღის წესრიგს დაამარცხებს".

ყოფილმა ოლიმპიელმა სპორტსმენმა კეიტლინ ჯენერმა 2015 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია, ხოლო 2021 წლიდან მოყოლებული იგი ქალების სპორტში ტრანსგენდერი ქალების დაშვებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები