ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 19 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.09 თეთრით გამყარდა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9420 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.95 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა. მას შემდეგ, ლარის კურსი დოლართან 5.58 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.68 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები