NATO-ს ავიაბაზა

რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აშენდება

რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აშენდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე NATO-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს.

პროექტის მიზანი ალიანსის საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა, მათ შორის, აშენდება ახალი ასაფრენი ბილიკების, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა და ფრენის სიმულატორი. გარდა ამისა, პროექტი ადმინისტრაციული და სოციალური შენობების, მათ შორის, სკოლების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების, რესტორნების, კინოთეატრისა და საავადმყოფოს აშენებას მოიცავს.

ალიანსის სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2 800 ჰექტარზე გაშენდება, 10 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს.

აშშ მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას 1999 წლიდან იყენებს და ამ დროისთვის იქ განლაგებულია აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის დანაყოფები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები.

კომენტარები