ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა - 18 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.27 თეთრით. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7098 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9529 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.97 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა. მას შემდეგ, ლარის კურსი დოლართან 5.28 თეთრით, ხოლო ევროსთან 4.77 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები