რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ბელგოროდის ოლქში უკრაინული შეტევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

УНИАН 

ბელგოროდის ოლქის გუბერტნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინამ სოფელ ნიკოლსკოეში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი 17 წლის ახალგაზრდა და ერთი ზრდასრული კაცი. ნანგრევებიდან ამოყვანილია მცირეწლოვანი გოგო, რომელსაც თავის ქალის დაზიანება აქვს მიღებული, ის საავადმყოფოში იმყოფება, მისი სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან.

"ოპერატიული სამსხურები აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. სახლის ნანგრევების ქვეშ დიდი ალბათობით კიდევ ორი ქალი იმყოფება". – ამბობს გლადკოვი.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ერთი მათგანი მაშველებს ადამიანების ამოყვანაში ეხმარებოდა და გაზით მოიწამლა.

კომენტარები