რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი

აფეთქებები ბელგოროდში
Baza / Telegarm

რუსეთში, ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება. რუსული გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვას ერთი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა, რომლის იდენტობაც ჯერ დადგენილი არ არის.

არიან დაშავებულებიც. ამჟამინდელი ინფორმაციით, ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობამ დაზიანებები ნამსხვრევებისგან მიიღო. 

ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დღეს, 17 მარტს, პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერდა, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

15 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებული 17 ადამიანი. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.

ამავდროულად, 15 მარტს დილის საათებში ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 7 ვამპირის ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

 

კომენტარები