არც კი ვიცი რა პასუხი გავცე ასეთ თავხედობას. ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი...
tbl.ge/6q6h
დაკოპირდა

ასეთი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუმინეთისთვის ოქროს დაბრუნების საკითხთზე.
1916-1917 წლებში რუმინეთის სამეფომ ქვეყნის ოქროს მარაგის ნაწილი, 90 ტონა ოქრო და ძვირფასი სამკაულები რუსეთს შესანახად გადასცა. 1919 წელს საბჭოთა კავშირმა ოქროს დაბრუნებაზე უარი თქვა. მას შემდეგ რუმინეთმა რუსეთს ძვირფასეულობის დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვა. 2024 წლის 14 მარტს ევროპარლამენტმა მიიგო რეზოლუცია, რომელიც რუმინული ეროვნული საგანძურის დაბრუნებას ევროკავშირის ერთ-ერთ ამოცანად მოიაზრებს.
ამავე თემაზე
- მედვედევი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზრდება
- მედვედევი: TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება
- მედვედევი: ევროპის დრო წავიდა, ის სუსტი, უშნო და უსარგებლოა
- მედვედევი: სამყაროს სჭირდება განვითარება და არა "ამერიკის ოქროს ხანა"
- მედვედევი ბაიდენზე: "მოსიარულე მკვდრის" ადმინისტრაციამ განზრახ დატოვა მძიმე მემკვიდრეობა




