ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 15 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.31 თეთრით. 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6999 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9402 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.97 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა. მას შემდეგ, ლარის კურსი დოლართან 4.29 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.5 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები