ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.72 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.1 თეთრით. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6758 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9271 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.96 ლარად.
აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა.