ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 13 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.09 თეთრით. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6586 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9061 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.92 ლარად.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით შეამცირა.

კომენტარები