სალომე ჯაში

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდოს გამარჯვებულია

ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია. 

"ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია 'დოკას' DOCA · Documentary Association თავჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი".- წერს GFI - Georgian Film Institute სოციალურ ქსელში. 

სალომე ჯაში არის რეჟისორი და პროდიუსერი, გადაღებული აქვს საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმები, როგორებიცაა: "მოთვინიერება", Taming the Garden "დაისის მიზიდულობა", "ბახმარო" და სხვა.

დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში. 

კომენტარები