რუსეთი

დუმა საბჭოთა კავშირის მიერ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის გაუქმებას განიხილავს

Russian State Duma/Reuters

რუსეთის დეპუტატებმა დუმაში შეიტანეს კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ 1954 წელს ყირიმის რუსეთისგან უკრაინისთვის გადაცემას გააუქმებს. 

აღნიშნული კანონმდებლო 1954 წელს ყირიმის უკრაინისთვის გადაცემას აღწერს როგორც "უკანონო" ქმედებას, რადგან ამ საკითხზე არ ჩატარებულა რეფერენდუმი და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ ერთი რესპუბლიკისგან მეორესთვის თანხმობის გარეშე ტერიტორიის გადაცემის უფლება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება დუმაში აღნიშნულ საკითხზე განხილვა. 

ცვლილების სავარაუდო მიზანია რუსეთს შეუქმნას იურიდიული საფუძვლები 2014 წელს ყირიმის ანექსირების გასამართლებლად.

კომენტარები