დაკარგული მოზარდები

თელავში, ხევში 2 მოზარდი დაიკარგა, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ხევში გადაადგილებისას 2 მოზარდი დაიკარგა. ისინი რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

"ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდები სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან, უვნებლად გამოიყვანეს". - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციითვე, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები