ენმ

ხაბეიშვილი: მოგვივიდოდა 2 კარაქი, ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში?

როგორ შეიძლება, აზერბაიჯანშიც კი ბევრად იაფი იყოს კონკრეტული პროდუქტები, ვიდრე საქართველოში? რატომ არ შეიძლება, იყოს საქართველოში ეს პროდუქტები უფრო იაფი? იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არ ააწყობს მონოპოლიებს, თუ თავის კარის ბიზნესმენებთან ერთად არ გადაინაწილებს ამ ქონებას და როცა ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა [2012 წელს] და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი, ვყიდულობთ ერთს, და სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე გზაში?

ან ერთ მაღაზიაში რომ შევდივართ ერთჯერადად, რომლითაც 3-4 დღე გამოვკვებავთ შვილებს, როგორ ხდება, რომ 42 ლარით მეტი გვიჯდება? მინიმალურ კალათაზე ვსაუბობ აქ - წიწიბურა, შაქარი, კვერცხი, ზეთი მაქსიმუმ, ხო? ზეთი უკვე დიდი ფუფუნება გახდა საქართველოს მოქალაქისთვის.

ამისთვის ხო 12 წელი ჰქონდა ივანიშვილს, რომ გაეკეთებინა, ეზრუნა...

იცით რა, პრობლემა არ გვექნებოდა რა შემთხვევაში - მაგალითად, რძე ღირდა 2 ლარი და გახდა 4 ლარი, არ გვექნებოდა პრობლემა, თუ ადამიანს ჰქონდა შემოსავალი 500 ლარი და გაუხდებოდა 1500 ლარი, კი ბატონო. 

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები