არჩევნები 2024

ღარიბაშვილი: საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესაა ჩვენი მიზანი

ქართულმა ოცნებამ მოიტანა, მეგობრებო და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია, რეალურად. კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.

ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში ჩემი სიარული.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები, ასევე, ელექტრონულად ჩატარდება, მოგეხსენებათ. აღარ იქნება მეორე ტურები. ამიტომ, საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესაა ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები